„ბლისტა“ – მარბურგი უსინათლოთა შესაძლებლობების სავანე
გერმანიის შუაგულში მდებარეობს პატარა ქალაქი, რომელსაც საკუთარი შუა საუკუნეე-
ებისდროინდელი ციხესიმაგრე, უძველესი უნივერსიტეტი და შთამბეჭდავი პეიზაჟები ამშვენებს. მაგრამ მარბურგი გამორჩეულია არა მხოლოდ ისტორიული ძეგლებით, არა-მედ იმითაც, რომ ის მსოფლიოში ალბათ საუკეთესო ადგილია უსინათლო და მცირე-მხედველი ადამიანებისთვის. მისი მრავალ-მხრივი ინფრასტრუქტურა, სოციალური მომ-სახურება და ადამიანური დამოკიდებულება ყველას თანაბარ შესაძლებლობებს უქმნის. ამ ყველაფრის უკან დგას ერთი უნიკალური ორგანიზაცია, სახელად „ბლისტა“.
„ბლისტას“ ისტორია ერთ საუკუნეზე მეტს ითვლის. როდესაც პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა, მარბურგის საუნივერსი-ტეტო კლინიკაში მკურნალობას გადიოდნენ ფრონტიდან დაბრუნებული დაჭრილი და მხედველობადაკარგული ჯარისკაცები. ისი-ნი ვერ ეგუებოდნენ უსინათლოობით გამოწ-ვეულ შეზღუდვებს და სურდათ, საზოგადო-ებაში სრულფასოვან ცხოვრებას დაბრუნე-ბოდნენ. ამ დროს მათ გვერდში დაუდგა ახალგაზრდა უსინათლო ფილოსოფიის დოქ-ტორანტი და პედაგოგი კარლ შტრელი.
1916 წელს კარლ შტრელმა დააფუძნა „გერმანელ უსინათლო აკადემიურ მუშაკთა საზოგადოება“ და „გერმანიის უსინათლოთა სასწავლო ცენტრი“ (Deutsche Blindenstudie-nanstalt – შემოკლებით „ბლისტა“), რათა უსი-ნათლოებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, მიე-ღოთ განათლება სკოლასა და უნივერსი-ტეტში. იმ მომენტისთვის მსგავსი არაფერი არსებობდა.
ასე დაიწყო „ბლისტას“ მოღვაწეობა ორ პატარა ოთახში, მინიმალური აღჭურვილო-ბით. თუმცა იდეამ მალევე მოიპოვა პოპუ-ლარობა. შტრელის მოწაფეებს შეემატნენ სა-მოქალაქო ახალგაზრდა უსინათლოებიც. გა-იხსნა უსინათლოთა პირველი საშუალო სკო-ლა, რომელიც დღეს კარლ შტრელის სახე-ლითაა ცნობილი.
ცხადია, განათლება წარმოუდგენელია წიგ-ნების გარეშე, ხოლო უსინათლოებისთვის საჭიროა სპეციალური, ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი ძალიან დიდი ზომის, სქელტანიანი და ძვირადღირებული გამოცემები. ამიტომ „ბლისტას“ შემდეგი ნაბიჯი გახდა საკუთა-რი ბრაილის ბიბლიოთეკისა და სტამბის შექმნა. ასე, საგანმანათლებლო მომსახურე-ბასთან ერთად ცენტრმა აიღო პასუხისმგებ-ლობა უსინათლოებისთვის აუცილებელი ლიტერატურის გამოცემასა და გავრცელება-ზეც.
1930-იან წლებში უკვე მოქმედებდა დიდი საგანმანათლებლო კომპლექსი, სადაც სკო-ლასთან ერთად განთავსებული იყო ბიბლი-ოთეკა, გამომცემლობა, სასაწყობე და სავაჭ-რო დარბაზები, ტექნიკური საშუალებების საწარმო. მოსწავლეთა რაოდენობა 80-ს გა-დასცდა.
II მსოფლიო ომის შემდეგ „ბლისტამ“ გან-ვითარების ახალ ეტაპებს მიაღწია. 1960-იან წლებში აშენდა თანამედროვე სასწავლო კომპლექსი, რომელიც დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს. ბრაილის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უმსხვილესი გახდა მთელ მსოფლიო-ში. 1980-იან წლებში გაიხსნა კომერციული დანიშნულების ახალი შენობა ბეჭდვის, წარ-მოებისა და ტექნიკური საშუალებების რეა-ლიზაციისთვის.
1990-იანი წლების დასაწყისში „ბლისტა-ში“ შემავალი საწარმოები და ტექნოლოგიუ-რი განყოფილებები გაერთიანდა „Blista Bra-illetec GmH-ის სახელწოდებით. ცენტრი შე-ვიდა სამი უსინათლოთა ორგანიზაციის მფლობელობაში და შეინარჩუნა არაკომერ-ციული, საქველმოქმედო სტატუსი.
დღეისათვის „ბლისტა“ უსინათლოთა და მცირემხედველთა განათლებისა და რეაბი-ლიტაციის ერთ-ერთი უმსხვილესი და მრა-ვალპროფილური ცენტრია არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპაში.
„Blista-ს“ კედლებში შექმნილი მრავალი გამოგონება ემსახურება უსინათლოთა ცხოვ-რების გაუმჯობესებას. მათ შორისაა დასაკე-ცი ხელჯოხი, ტაქტილური მათემატიკური შრიფტი, ინოვაციური სასწავლო მასალები და მრავალი სხვა. ცენტრი უშუალოდ თა-ნამშრომლობს მარბურგის უნივერსიტეტთან სასწავლო პროგრამების, გარემოსა და ინ-ფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის უზ-რუნველყოფის მიზნით.
დღეს კარლ შტრელის სახელობის სკოლა ერთადერთი საშუალო სკოლაა გერმანიაში, სადაც V კლასიდან ზემოთ უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები იღებენ გა-ნათლებას. 300 მოსწავლიდან დაახლოებით 30% ოფიციალურად უსინათლოდ არის აღი-არებული. უმრავლესობა წარმატებით აბა-რებს Abitur-ს – გერმანულ ეროვნულ გამოც-დებს – უმაღლეს სასწავლებელში მისაღებად.
სკოლაში, ასევე, ისწავლება ეკონომიკა, ბიზნესი, საოფისე საქმე და ინფორმაციული ტექნოლოგიები. ახალგაზრდა უსინათლოე-ბის ადრეულ განვითარებაზე ზრუნავენ სპე-ციალური პედაგოგები, რომლებიც ოჯახებში დადიან.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, მარ-ბურგის უნივერსიტეტში უსინათლო სტუ-დენტთა ყველაზე დიდი რაოდენობაა მთელ გერმანიაში. ყველაზე პოპულარული სპეცი-ალობებია იურისპრუდენცია და ფსიქოლო-გია, რადგანაც მათი შესწავლისთვის, ძირი-თადად, ტექსტებთან მუშაობაა საჭირო.
„ბლისტას“ თანამშრომლობით, შეიქმნა სპეციალური სასწავლო მასალები გეოგრა-ფიის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის-თვის. მათ შორისაა: სამგანზომილებიანი მოდელები, ტაქტილური რუკები, გრაფიკუ-ლი გამოსახულებები და ადაპტირებული ხელსაწყოები. მაგალითები: წყლის მოლეკუ-ლის მოდელი შეიძლება გაბრტყელდეს, რომ უსინათლოებმა წარმოიდგინონ, როგორ გა-მოიყურება იგი ორგანზომილებიან ნახაზზე; მდინარის კალაპოტის მაკეტი საშუალებას აძლევს, ხელით შეიგრძნონ ნაკადის მოძრა-ობა სხვადასხვა სიჩქარით ფსკერის სიღრმი-სა და კონტურების მიხედვით. გათვლილია, რომ საცავში ფსკერთან წყალი ნაკლებად ღრმაა, მეტად თბება მზის სხივებით და უფრო მრავალფეროვანი ცოცხალი სამყაროს შექმნას უწყობს ხელს. ქიმიის ლაბორატორია აღჭურვილია უსაფრთხოების სპეციალური საშუალებებით: ღია ცეცხლის ნაცვლად, გა-მოიყენება დახურული სისტემები; სითხეე-ბის გაღიავების ან გამუქების აღსაქმელად შემუშავებულია ხმოვანი მოწყობილობები; ტაქტილური ქაღალდის საშუალებით მოს-წავლეები ეცნობიან სხეულების გაფართოე-ბა-შეკუმშვის პროცესს ტემპერატურის ცვლი-ლებისას.
ყველა ეს მასალა იქმნება თავად უსინათ-ლო მოსწავლეებისა და სტუდენტების აქტი-ური ჩართულობით. ონლაინსწავლებაც არ არის პრობლემა – პანდემიის დროს მასწავ-ლებლები საფოსტო გზავნილით აწვდიდნენ ფიზიკურ მოდელებსა და ხელსაწყოებს სახლში გამოკეტილ მოსწავლეებს.
„ბლისტას“ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვა-რი გახლავთ გერმანიის უსინათლოთა ეროვ-ნული ბიბლიოთეკა, რომელიც ფლობს 50000-ზე მეტი დასახელების წიგნსა და სხვა მასალას, მათ შორის 10000 გამოცემაა ბრაი-ლის შრიფტით, ხოლო 40000 აუდიოწიგნის ფორმატით. კოლექცია მოიცავს მხატვრულ ლიტერატურას ყველა ასაკის მკითხველის-თვის, საბავშვო გამოცემებიდან დაწყებული, ისეთი ბესტსელერებით დამთავრებული, როგორიცაა, მაგალითად, ჰარი პოტერის სე-რია. ასევე, დიდი მოთხოვნაა სამეცნიერო პერიოდიკაზე. მთელი ეს საბიბლიოთეკო ფონდი ხელმისაწვდომია უსინათლო მკითხ-ველებისთვის სრულიად უფასოდ.
რაც შეეხება ტექნოლოგიებს, „Blista Brailletec BmbH“ აწარმოებს და ავრცელებს ისეთ დამხმარე საშუალებებს, როგორებიცაა: ბრაილის მონიტორები, პრინტერები და სხვა პერიფერიული მოწყობილობები. აქ შექმნი-ლია პორტატული და სამაგიდო „მოსაუბრე კომპიუტერები“, ტექსტების წამკითხველი და სინთეზური მეტყველების პროგრამები. კომპანიის ერთ-ერთი ცნობილი გამოგონებაა დასაკეცი ხელჯოხი, რომელიც მოსახერხებე-ლია ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის.
„ბლისტა“ მჭიდროდ თანამშრომლობს წამ-ყვან ევროპულ მწარმოებლებთან, მათ შორის შვედურ „Index Braille-სთან“ და აწარმოებს ყველაზე თანამედროვე მოდელების იმ-პორტს. ორგანიზაციის ტექნოლოგიური ექს-პერტიზა ძალზე მოთხოვნადია არა მხო-ლოდ გერმანიის მასშტაბით, არამედ მის გა-რეთაც.
„ბლისტას“ სპეციალისტები აქტიურად ეხ-მარებიან საჯარო დაწესებულებებს, ადმი-ნისტრაციულ ორგანოებს, კერძო კომპანიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს სერვი-სების ადაპტირებაში უსინათლო მომხმარებ-ლისთვის. ისინი უზრუნველყოფენ ფიზიკუ-რი გარემოს აუდიტსა და კონსულტაციას, ბრაილის წარწერების დამზადებასა და გან-თავსებას, ტაქტილური გრაფიკის, რელიე-ფური გეგმებისა და სქემების შექმნას. ახლა-ხან ერთ-ერთი მუზეუმი აღიჭურვა სპეცია-ლური აუდიოგიდებითა და ინფორმაციული დაფებით უსინათლო ვიზიტორებისთვის.
„ბლისტას“ ძირითად მიღწევად უთუოდ მისი მშობლიური ქალაქის – მარბურგის – მასშტაბური ტრანსფორმაცია უნდა მივიჩნი-ოთ. დღეს ის მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ადაპტირებულ გარემოს სთავა-ზობს უსინათლო და მცირემხედველ მოქა-ლაქეებსა და სტუმრებს.
ქუჩებში გამუდმებით ისმის დამახასიათე-ბელი ხმა უსინათლოთა ხელჯოხების შეჯა-ხებისა ქვაფენილის ბორდიურებსა და სპე-ციალურ მონიშვნებთან. ეს ხმები მათ ეხმა-რება სწორი ორიენტაციისა და უსაფრთხო მარშრუტის არჩევაში. შეზღუდული შესაძ-ლებლობის მქონე ადამიანების გადაადგი-ლებისთვის განკუთვნილი გზები განსხვავ-დება სხვა საფარისგან. მოძრაობის რეგული-რებისთვის დამონტაჟებულია ხმოვანი შუქ-ნიშნები.
ისტორიული ძეგლებისა თუ მნიშვნელო-ვანი შენობების წინ განთავსებულია მათი მინიატურული მაკეტები, რომლებსაც უსი-ნათლოები შეხებით ეცნობიან. ხელით „და-თვალიერების“ საშუალებით, ისინი იღებენ დეტალურ ინფორმაციას ობიექტის არქიტექ-ტურაზე, ზომებსა და დანიშნულებაზე. მაგა-ლითად, მარბურგის XIII საუკუნის ციხე-სიმაგრის, წმინდა ელისაბედის გოთური ეკ-ლესიის, რეზიდენციის სასახლის სარდაფში განთავსებული უძველესი ლუდსახარშისა და ლანდგრაფების მავზოლეუმის სრულყო-ფილი ზედაპირული მოდელები ყველას-
თვის ხელმისაწვდომია.
თავად ქალაქის ტოპოგრაფია და დაგეგმა-რებაც საგრძნობლად ამარტივებს ორიენტი-რებას. მარბურგი მდებარეობს მდინარე ლა-ნას ხეობაში გაშენებულ რამდენიმე ბორცვ-ზე. დღის განმავლობაში მზის გადაადგილე-ბა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ბორცვების რელიეფი მკაფიო მინიშნებებს იძლევა ადგილმდებარეობის შესახებ.
მარბურგში უსინათლო მოქალაქეებს შე-უძლიათ, დაისვენონ და ივარჯიშონ ისე, როგორც ყველა სხვას. ქალაქში ფუნქციონი-რებს: უსინათლოთა EZD-ის სკოლა, ველო-სიპედის ტარების მოყვარულთა კლუბი, სა-ფეხბურთო გუნდი, რომელიც მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესოდ ქვეყანაში, კალათ-ბურთის, ჩოგბურთისა და მშვილდოსნობის სექციები, კლდეზე ცოცვის ცენტრი, ნიჩბოს-ნობისა და თხილამურების სპორტული ბა-ზები.
ქალაქის ტრანსპორტის მძღოლები გადიან სპეციალურ გადამზადებას, რათა კომფორტი შეუქმნან უსინათლო მგზავრებს. ავტობუსის გაჩერებაზე უსინათლოებს ღილაკზე ხელის დაჭერით შეუძლიათ, მოისმინოთ ხმოვანი შეტყობინება მარშრუტისა და ავტობუსის
მოსვლის დროის შესახებ.
მრავალი კაფე, რესტორანი, მაღაზია და საზოგადოებრივი დაწესებულება აღჭურვი-ლია უსინათლოთათვის აუცილებელი ატ-რიბუტებით – დაწყებული ძაღლის თასები-თა და მობილურის დასატენებით, დამთავ-რებული მენიუთი ბრაილის შრიფტით და სპეციალურად გადამზადებული პერსონა-ლით.
ადამიანური დამოკიდებულებაც ძალზე მნიშვნელოვანია. ქალაქში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ურთიერთგაგე-ბისა და მხარდაჭერის კულტურა. უსინათ-ლო ადამიანის დანახვა ქუჩაში ან დაწესე-ბულებებში აქ არავის უკვირს. ყველა მზა-დაა, საჭიროების შემთხვევაში, გაუწიოს მას დახმარება გზის გადაკვეთაში, საჭირო მისა-მართის პოვნაში თუ სხვა პრობლემის მოგ-ვარებაში.
მარბურგი გამორჩეულია არამხოლოდ ფი-ზიკური ან სოციალური ინფრასტრუქტუ-რით. „ბლისტას“ წყალობით, აქ შეიქმნა უნი-კალური გარემო, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს ყველანაირი შესაძლებლობის მქონე ადამიანების თანაცხოვრებას, მათ შო-რის ურთიერთქმედებას – ერთმანეთისგან სწავლას და საერთო საქმეში თანაბარ მონა-წილეობას. „მარბურგში ინკლუზია არ შემო-იფარგლება მხოლოდ უბრალო ადაპტაციით, – ეს გაცილებით მეტია. ეს ნიშნავს შემოქ-მედებით მიდგომას, იდეების გაზიარებას, ახალ გამოწვევებს და მათ დაძლევას ყვე-ლასთვის მისაღები გზებით. ინკლუზიის დონე პირდაპირ განსაზღვრავს ინოვაციების დონეს, – რაც უფრო ჰარმონიული და კომ-ფორტულია თანაცხოვრება, რაც უფრო ჩარ-თულები არიან უსინათლოები საზოგადოებ-რივ ცხოვრებაში, მით მეტი შესაძლებლობა იქმნება ახალი ტექნოლოგიებისა და გადაწყ-ვეტილებების შესამუშავებლად“, – აღნიშნავს
ახალგაზრდა პროგრამისტი ლეონ პორცი. იგი თავად გახლავთ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ადამიანს მრავალმხრივი ბარიერების დაძლევა მხარდამჭერ გარემო-ში. ლეონმა ბავშვობაში დაკარგა მხედველო-ბა, მაგრამ „ბლისტაში“ სწავლის დროს შეძ-ლო თავისი ტექნიკური ნიჭისა და ცოდნის-მოყვარეობის განვითარება. დღეს ის სწავ-ლობს ბიოქიმიასა და კომპიუტერულ ტექნო-ლოგიებს დიუსელდორფის უნივერსიტეტში და ერთ-ერთი პირველი უსინათლო სტუ-
დენტია ამ მიმართულებით გერმანიაში.
ფიზიკის, ქიმიისა და მათემატიკის ინკ-ლუზიური სწავლებისთვის დიდ ძალისხმე-ვას იჩენს ლეონის მასწავლებელი „ბლისტა-დან“ ტობიას მანკე. მისი აზრით, ბუნების-მეტყველების ათვისება უსინათლო მოსწავ-ლისთვის უფრო მეთოდური და ორგანიზა-ციული გამოწვევაა, ვიდრე შემეცნებითი სირთულე. „არცერთი ადამიანი არ ხედავს თვალით მიკროსამყაროს, ატომებსა და მო-ლეკულებს. ჩვენ ვსწავლობთ და აღვწერთ მათ მხოლოდ მოდელების, თეორიული ცოდნის, ექსპერიმენტებისა და დამხმარე ვი-ზუალიზაციის საშუალებით. არ არსებობს არანაირი ობიექტური მიზეზი, რატომ უნდა იყოს უსინათლო მოსწავლე ნაკლებად ჩარ-თული საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის პროცესში, ვიდრე მისი მხედვე-ლი თანატოლი“, – ხსნის მანკე.
2017 წელს „ბლისტამ“ პირველად შესთავა-ზა ქიმიის გაღრმავებული კურსი უსინათლო მოსწავლეებს. ინტერესი იმდენად დიდი აღ-მოჩნდა, რომ 2019 წელს ორი ჯგუფის შექმნა გახდა საჭირო. აქ გამოიყენება სპეციალუ-რად ადაპტირებული ლაბორატორიული აღ-ჭურვილობა, როგორებიცაა: ელექტროგამათ-ბობლები ღია ცეცხლის ნაცვლად, სენსორუ-ლი ხელსაწყოები რეაქციის მიმდინარეობის ამოსაცნობად და სხვა.
პანდემიის დროს სასწავლო მოდელები ფოსტით დაეგზავნათ სახლში გამოკეტილ მოსწავლეებს. ისინი ონლაინგაკვეთილების დროს პრაქტიკულად მუშაობდნენ ამ მასა-ლებზე და, ამავდროულად, საკუთარი წინა-დადებებით ხვეწდნენ მათ. ამ გამოცდილე-ბამ კიდევ ერთხელ ცხადყო ინკლუზიური განათლების უპირატესობა – უსინათლო ახალგაზრდებს შეუძლიათ იმავე დონეზე შეისწავლონ საბუნებისმეტყველო საგნები, როგორც მათ მხედველ თანატოლებს, თუკი მათთვის შეიქმნება შესაბამისი გარემო პი-რობები.
„ბლისტას“ ფარგლებს გარეთაც ინტენსი-ურად მიმდინარეობს სამეცნიერო მუშაობა ინკლუზიური ტექნოლოგიების შესაქმნე-ლად. მაგალითად, მარბურგის უნივერსიტე-ტის ტექნიკურ ფაკულტეტზე შემუშავდა სენსორული ხელთათმანი, რომელიც უსი-ნათლოებს საშუალებას აძლევს, შეეხონ და „დაათვალიერონ“ ციფრული 3D ობიექტები
ვირტუალურ სივრცეში.
გარდა ამისა, ქალაქის მუნიციპალიტეტ-
თან და საინფორმაციო ტექნოლოგიების
კომპანიებთან ერთად „ბლისტას“ სპეცია-ლისტები მუშაობენ მობილური აპლიკაციე-ბის შექმნაზე, რომლებიც კიდევ უფრო გაა-მარტივებენ უსინათლოთა ორიენტაციას ურ-ბანულ გარემოში, საზოგადოებრივი ტრანს-პორტით სარგებლობას და საჭირო ობიექ-ტების მოძიებას. ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ამ მიმართულე-ბით სულ უფრო მეტი სიახლეა მოსალოდ-ნელი.
„ბლისტას“ მრავალწლიანი ზეგავლენის შედეგად, დღეს მარბურგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსინათლოთა მეგობ-რულ ქალაქად მიიჩნევა. უფრო მეტიც, გერ-მანიაში მას ხშირად მოიხსენიებენ „უსინათ-ლოთა დედაქალაქად“ (Hauptstadt der Blin-den). მაგრამ ქალაქისთვის ეს მხოლოდ იმი-ჯი და სტატუსი როდია. ინკლუზიის იდეა აქ ყველა დონეზე და ცხოვრების ყველა სფეროში, ყოველდღიურობის ყველა დე-ტალშია გამჯდარი. რა თქმა უნდა, მოქა-ლაქეების უმრავლესობა მხედველია. მაგრამ მარბურგი ხედვადაკარგულია სხვა თვალ-საზრისით. ჩვენ – ყველანი ვუყურებთ ერთ-მანეთს სულის და არა თვალების მეშვეო-ბით. არ ვარჩევთ ადამიანებს გარეგნობის, შესაძლებლობების ან სტატუსის მიხედვით. აქ მოვიაზრებთ საკუთარ თავს საზოგადოე-ბის თანასწორ და სრულფასოვან ნაწილად, ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა საერთო საცხოვრისის მიმართ“, – განმარტავს სოცია-ლური მუშაკი ანა ბერგმანი. მისივე აზრით, ეს განწყობა მოქალაქეებს უვითარებს არა მხოლოდ ემპათიას, არამედ სააზროვნო და ქცევით მოქნილობას, უნარს, განსხვავებული პოზიციებიდან შეხედონ რეალობას. წარმო-სახვის, იმპროვიზაციისა და კომუნიკაციის ეს თავისუფლება ხელს უწყობს შემოქმედე-ბითობის განვითარებასა და ინოვაციურ აზ-როვნებას. ალბათ ამ თავისებურებების წყა-ლობით, მცირე ზომის მარბურგის უნივერ-სიტეტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია გერმანიაში სამეცნიერო პროექტების გან-ხორციელებისა და კვლევითი გრანტების მოზიდვის საქმეში. ინტერდისციპლინური კვლევების ფართო სპექტრის პარალელუ-რად, უნივერსიტეტის გუნდები ხშირად მო-ნაწილეობენ კომერციული და სოციალური სტარტაპების შემუშავებაშიც.
რაც შეეხება თავად „ბლისტას“, მისი კედ-ლებიდან ყოველწლიურად გამოდის ახალი იდეებისა და მიგნებების დიდი ნაკადი უსი-ნათლოთა ყოფის გასაუმჯობესებლად მთელ მსოფლიოში. აქ შექმნილი ტაქტილური წიგ-ნები, სასწავლო პროგრამები თუ სხვა გა-დაწყვეტილებები ვრცელდება გერმანიის ფარგლებს გარეთაც და აღიარებულია ევრო-პის არაერთ ქვეყანაში.
ასი წლის წინათ „ბლისტას“ დამფუძნებ-ლები ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რამ-ხელა გარდამტეხ გავლენას იქონიებდა მათი ინიციატივა არა მხოლოდ კონკრეტულ პი-როვნებებსა თუ თემზე, არამედ მთელ საზო-გადოებაზე. პირველი მსოფლიო ომის ბნელ სიცარიელეში დაბადებული წამოწყება გადა-იქცა განათლების შუქურად უსინათლო ადა-მიანებისთვის. უფრო მეტიც, მან ახალი გზა გაუკვალა ქალაქის, ქვეყნისა და მთლიანად ევროპული საზოგადოების განვითარებას ინკლუზიის, ჰუმანიზმისა და ინოვაციების-კენ მიმავალ გზაზე.
„ბლისტა“ და მარბურგი თანამედროვე გერმანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტე-ლექტუალურ და სულიერ ცენტრად რჩება. უსინათლოთა საჭიროებებზე ორიენტირე-ბული გარემო აქ ორგანულადაა შერწყმული ისტორიულ ძეგლებთან, კულტურულ მემ-კვიდრეობასთან, მედიცინისა და ბიოტექნო-ლოგიების თანამედროვე მიღწევებთან. ზო-გადად, მარბურგის მაგალითი ცხადყოფს, რომ ინკლუზია არ ნიშნავს მხოლოდ ნაკლის კომპენსაციას ან სტიგმის დაძლევას. ეს არის პროცესი, რომელიც გარდაქმნის მთელ სა-ზოგადოებას, აძლიერებს სოციალურ სოლი-დარობას, ადამიანურ სითბოსა და ურთი-ერთგაგებას.
უსინათლოთათვის შექმნილი კეთილგან-წყობილი ქალაქი აღმოჩნდა კეთილგანწყო-ბილი ყველასთვის. ჩაკეტილობის ბარიერე-ბის მოშლამ, ურთიერთდახმარების პრაქტი-კამ, საერთო საზრუნავსა და პასუხისმგებ-ლობაზე აქცენტმა წარმოშვა სამოქალაქო ჩართულობის, შემოქმედებითობისა და ინო-ვაციების უნიკალური კულტურა.
XXI საუკუნეში მეცნიერული პროგრესი და ტექნოლოგიური რევოლუცია კიდევ უფ-რო მეტ პერსპექტივას ხსნის უსინათლოთა ინტეგრაციისა და განვითარებისთვის. იმავ-დროულად, გლობალური პრობლემების გა-დაჭრაც მოითხოვს კაცობრიობის ყველა წევ-რის ძალისხმევის გაერთიანებას, განურჩევ-ლად შესაძლებლობებისა.
ამ ფონზე მარბურგი მომავალშიც გააგრძე-
ლებს თავისი ფასეული გამოცდილების გა-
ზიარებას სხვა ქვეყნებისა და ქალაქებისა-თვის, უსინათლოთა ჩართვა საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში კი დარჩება არა მხოლოდ ჰუმანურობის აქტად, არამედ ეკო-ნომიკური და ინტელექტუალური წინ-სვლის, ადამიანური შესაძლებლობების გა-მოყენების ოპტიმალურ სტრატეგიად.