ღონისძიებაზე შესრულდება ცენტრის მუსიკალური ნომრები
2023 წლის 9 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის საქმიანობის პრეზენტაცია შედგება. ღონისძიების მიზანია საპატრიარქოსა და უსინათლოთა კულტურის ცენტრს შორის ურთიერთ თანამშრომლობა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის მამა გურამ ჭარელაშვილის ინიციატივით პირველად ჩაეყრება საფუძველი ჩვენი უსინათლო წევრების შესაძლებლობების ხელშეწყობას
იხილეთ ბმული https://data-analysis-lab.com/AudioBooks/
/ 4/ 4
ანონსი მეოთხე
მოკლე ტექსტი - აღწერა
საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლების და სპორტის ცენტრი დაფუძნდა საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ 2017 წელს. ცენტრში დასაქმებულია 46 ადამიანი, აქედან 36 უსინათლო. კულტურის ცენტრს ჰყავს ორი ფოლკლორული ანსამბლი: ვაჟთა ანსამბლი – „კრწანისი“ და ქალთა ანსამბლი – „ელიო“.
ცენტრი ყოველთვიურად გამოსცემს ჟურნალ „სინათლეს“. ასევე, გვაქვს ბიბლიო-ფონოთეკა, სადაც ხმოვანდება აუდიო ლიტერატურა უსინათლო მკითხველისათვის. ბიბლიოთეკაში, აუდიო ლიტერატურასთან ერთად, განთავსებულია ბრაილითა და ბრტყელი შრიფტით დაბეჭდილი წიგნებიც.
2023 წლის ოქტომბრიდან ცენტრში გაიხსნა უსინათლოთა მაგიდის ჩოგბურთის წრე, რომელიც ვითარდება და მალე შეუერთდება საერთაშორისო ასპარეზს.
საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლების და სპორტის ცენტრი წლის განმავლობაში ახორციელებს სამ ძირითად პროექტს, საიდანაც ხდება მისი დაფინანსება.
სახელწოდებიდან გამომდინარე, ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლების და სპორტის ცენტრის მიმართულებებია: კულტურა, განათლება და სპორტი. ქალთა და ვაჟთა ანსამბლები ატარებენ ღონისძიებებს, სწავლობენ ახალ რეპერტუარს და ხვეწავენ ნასწავლ სიმღერებს.
14 თებერვალს საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის დარბაზში გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით – „ერთმანეთის სიყვარულით სავსე გულები“, რომელშიც სუ კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ვაჟთა და ქალთა ანსამბლები – ,,კრწანისი” და…
14 თებერვალს, 16 საათზე კომპოზიტორთა კავშირის დარბაზში გაიმართება უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ვაჟთა და ქალთა ანსამბლებისა და სოლისტების ერთობლივი კონცერტი. გპირდებით უთბილეს გარემოს და ემოციებით სავსე საღამოს!…
გერმანიის შუაგულში მდებარეობს პატარა ქალაქი, რომელსაც საკუთარი შუა საუკუნეე- ებისდროინდელი ციხესიმაგრე, უძველესი უნივერსიტეტი და შთამბეჭდავი პეიზაჟები ამშვენებს. მაგრამ მარბურგი გამორჩეულია არა მხოლოდ ისტორიული ძეგლებით, არა-მედ იმითაც, რომ ის მსოფლიოში ალბათ…