2024 წლის 11 ნოემბერს ხელოვნების ზეიმი შედგა განსაკუთრებულ სტუმრებთან ერთად
საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში 2024 წლის 11 ნოემბერს ხელოვნების ზეიმი შედგა განსაკუთრებულ სტუმრებთან ერთად, რომელიც მიეძღვნა უსინათლოთა მსოფლიო დღეს. ეს დღე 13 ნოემბერს აღინიშნება და მიზნად ისახავს უსინათლოთა მიმა
რთ ცნობიერების ამაღლებას და არსებული სტიგმების რღვევას. სავსე დარბაზი! შემოქმედების დღესასწაული! ყველაზე თბილი და შთამბეჭდავი შემოდგომის ერთი დაუვიწყარი დღე. მუსიკალურ განწყობაზე იზრუნეს ცენტრის უსინათლო ვაჟთა და ქალთა ანსამბლებმა- „კრწანისი“, „ელიო“.
მსახიობი ნინო პაპიაშვილი და თორნიკე კივილაძე წარსდგნენ უსინათლო გარდაცვლილი პოეტების: რევაზ ტატალაშვილი, ნუგზარ ბერაძე, სერგო სირაძე საოცარი ლექსებით. ჟურნალ „სინათლის“ რედაქტორი, უნიჭიერესი პოეტი ამირან ღოღაძე ტრადიციულად აზიარებს ცენტრში მოსულ მსმენელს თავის შემოქმედებას.
ხელოვნების ზეიმის განსაკუთრებული სტუმრები, ყველასთვის საყვარელი მსახიობები: ბექნუ ქაფიანიძე, ლაშა გურგენიძე, ზვიად დოლიძე დამსწრე საზოგადოებასთან უშუალო ინტერაქციაში კითხულობდნენ ლექსებს და ზღვა ემოციით სავსე დღესასწაულის ავტორებიც თავად გახდნენ.
დასასრულს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა დეკანოზ იოანე გორელიშვილმა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წარმატება უსურვა უსინათლოთა კულტურის ცენტრსა და ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოებას. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრი მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს, მობრძანებულ სტუმარსა და აუდიტორიას. ხელოვნების ზეიმი ტრადიციულად გრძელდება და მორიგ ბევრ ლამაზ დღეებს გპირდებათ.