გელოდებით 2024 წლის 13 ნოემბერს 13.00 საათზე უსინათლოთა კულტურის ცენტრში. დასწრება თავისუფალია
13 ნოემბერს მსოფლიოში უსინათლოთა საერთაშორისო დღეა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1984 წლიდან აღინიშნება და უკავშირდება ცნობილი ფრანგი ტიფლოპედაგოგის ვალენტინ ჰაიუს დაბადების დღეს. ამ დღის მიზანი გახლავთ უსინათლოთა მიმართ საზოგადოების, სახელმწიფო და კერძო სექტორების ცნობიერების ამაღლება.
საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრი მაქსიმალურად ცდილობს კულტურის, ხელოვნების, შემოქმედების, სპორტის მეშვეობით მოახდინოს წევრების ინტეგრირება.
უსინათლოთა კულტურის ცენტრის ბიბლიოფონოთეკის ორგანიზებით 13 ნოემბერს გექნებათ შესაძლებლობა შეხვდეთ ყველასთვის საყვარელ, ცნობილ მწერლებს: ქეთევან გაბინაშვილს და სვეტა კვარაცხელიას. ღონისძიებაზე ჩვენი უსინათლო მკითხველების ჩართულობით გაიმართება დისკუსია მოწვეულ მწერლებთან, გაეცნობით მათ შემოქმედებას, რომელსაც ტრადიციულად უმასპინძლებენ ცენტრის ვაჟთა და ქალთა ანსამბლები- „კრწანისი“ „ელიო“.
შეხვედრის დასასრულს გაიმართება ძალიან საინტერესო, აზარტული თამაში- მაგიტის ჩოგბურთი, რომელსაც ფარით შუაზე გაყოფილ ოვალურ მაგიდაზე თამაშობს ორი მოთამაშე. გამოიყენება სპეციალური ბურთი, რომის შიგნით მოთავსებულია ლითონის ბურთულები, იმისთვის რომ ისმოდეს ბურთის მოძრაობა. მოთამაშეებს უკეთიათ სპეციალური გაუმჭვირვალე სათვალეები და აცვიათ დამცავი ხელთათმანები.
ღონისძიება თავისთავად მრავალფეროვანი გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არ უნდა გამოტოვოთ.
გელოდებით 2024 წლის 13 ნოემბერს 13.00 საათზე უსინათლოთა კულტურის ცენტრში. დასწრება თავისუფალია.
მის. რუსთავის გზატკეცილი #20 ა, საქართველოს ბიზნეს აკადემიის გვერდით, ქვემო ფონიჭალა.