,

Loading

ჩვენ შესახებ

საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლების და სპორტის ცენტრი დაფუძნდა საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ 2017 წელს. ცენტრში დასაქმებულია 46 ადამიანი, აქედან 36 უსინათლო. კულტურის ცენტრს ჰყავს ორი ფოლკლორული ანსამბლი: ვაჟთა ანსამბლი – „კრწანისი“ და ქალთა ანსამბლი – „ელიო“.

ცენტრი ყოველთვიურად გამოსცემს ჟურნალ „სინათლეს“. ასევე, გვაქვს ბიბლიო-ფონოთეკა, სადაც ხმოვანდება აუდიო ლიტერატურა უსინათლო მკითხველისათვის. ბიბლიოთეკაში, აუდიო ლიტერატურასთან ერთად, განთავსებულია ბრაილითა და ბრტყელი შრიფტით დაბეჭდილი წიგნებიც.

2023 წლის ოქტომბრიდან ცენტრში გაიხსნა უსინათლოთა მაგიდის ჩოგბურთის წრე, რომელიც ვითარდება და მალე შეუერთდება საერთაშორისო ასპარეზს.