ამბასადორმა უმასპინძლა უსინათლოთა კულტურის ცენტრის თანამშრომლებს და უსინათლოთა კავშირის წევრებს ასისტენტების თანხლებით
კაჭრეთის ამბასადორისა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ერთობლივი პროექტი 2024 წლის 10 ოქტომბერს განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ამბასადორმა უმასპინძლა უსინათლოთა კულტურის ცენტრის თანამშრომლებს და უსინათლოთა კავშირის წევრებს ასისტენტების თანხლებით – 40 ადამიანი.
პროექტის მიზანია, შშმ პირთა ინტეგრირება, მათი ურთიერთდაახლოება და სხვადასხვა სპორტულ სახეობებში აქტიური ჩართულობა. პროექტის მონაწილეებმა დილა დაიწყეს ამბასადორში ერთობლივი ლანჩით, ითამაშეს გოლფი, ბოულინგი, იჯირითეს ცხენით, ეწვივნენ სასროლეთს, იცურავეს აუზში, დაისვენეს ამბასადორის არაჩვეულებრივ სარეკრეაციო სივრცეში. აქტივობებით და აზარტით გაჯერებული დღე დასრულდა ერთობლივი ვახშამით.
საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრი მადლობას უხდის კაჭრეთის ამბასადორის ადმინისტრაციას ღირსეული მასპინძლობისთვის. აღსანიშნავია ის, რომ მათი როლი განსაკუთრებულია შშმ თემის ინტეგრირების ხელშეწყობაში. უკვე მეოთხე წელია სრულიად უსასყიდლოდ იწვევს უსინათლოებს და სთავაზობს დაუვიწყარ დღესასწაულს ზემოთ ხსენებული სერვისებით.