ხევსურული საღამო „მზიურის“ პარკში

2023 წლის 26 ივნისს ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში გაიმართა თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო „მთის საჩუქარი ბარს“, რომელიც ტრადიციულად 2007 წლიდან ტარდება.

ღონისძიებაში მონაწილეობბდნენ: საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლების და სპორტის ცენტრის ვაჟთა ანსამბლი კრწანისი – ხელმძღვანელი – იური მიქაბერიძე, ქალთა ანსამბლი „ელიო“- ხელმძღვანელი – ლელა გოლიაძე, ახლად შექმნილი ინსტრუმენტული ბენდის, ხელმძღვანელი – გიორგი ბასილაშვილი.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: ხევსური მომღერლები, პოეტები, სახალხო მთქმელები, მოცეკვავეები და საქართველოს მთის რეგიონებიდან ყველა კუთხის წარმომადგენლები.